These Hidden Hands, Pender Street Steppers

  • ヴェニュー
    Bassiani
    • Tsereteli street 2 , Tbilisi, Georgia
  • 日付
    Sat, Apr 8, 201723:00 - 09:00
  • 興味がある
    • 8
  • THESE HIDDEN HANDS: ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი არტისტების Tommy Four Seven-ის და Alain Paul-ის ინდუსტრიული პროექტია, რომელიც მათი სოლო შემოქმედებისგან უფრო მეტად განსხვავებულ და ექსპერიმენტულ მხარეს წარმოაჩენს. მათი ჩანაწერების მთავარ პლატფორმას, პროექტის ფარგლებში დაარსებული ლეიბლი - Hidden Hundred წარმოადგენს. 2013 წელს გამოვიდა These Hidden Hands-ის სადებიუტო ალბომი, რომლის რემიქსებზეც MARCEL DETTMANN, SHXCXCHCXSH, Atom TM, Kangding Ray-მ და Ancient Methods-მა იმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესოა, მათი ორი ტრეკისგან შემდგარი EP - These Moments Dismantled, კოლაბორაცია Lucrecia Daltt-თან. პროექტის რიგით მეორე ალბომი Vicarious Memories, განსაკუთრებით მძიმეა, მრავალ ექსპერიმენტს მოიცავს და საუკეთესოდ გამოხატავს These Hidden Hands-ის უნიკალურ ჟღერადობას, რომლის ჩამოყალიბებაზეც დიდი გავლენა იქონია Tommy-ს და Alain-ის მუსიკალურმა განათლებამ. ისინი ერთად სწავლობდნენ ხმის ინჟინერიას და მუსიკალურ ტექნოლოგიებს. ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან ჰიპ-ჰოპ და R’n’B-ით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა. NDRX: პროექტის Stare At Dj ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. Ambient, Experimental, Electro, Drum N Bass, Techno – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით Ndrx საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At Dj სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11th-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” Ndrx-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა. PENDER STREET STEPPERS: კანადელი DJ / პროდიუსერების, ლეიბლის და კოლექტივის Mood Hut-ის დამაარსებლების Jack Jutson და Liam Butler-ის პროექტი. მათ ვანკუვერის საკლუბო სცენის წამყვან არტისტებად მოიხსენიებენ. 2013 წლიდან გამოშვებული აქვთ სამი EP და ერთი ალბომი Life in the zone. PSS-ს სეტები ჰაუს ჟღერადობაზე არის ორიენტირებული და ჯაზს, ფანქის და დისკოს აერთიანებს. KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე Kvanchi დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი. “ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI Records მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.
  • These Hidden Hands, Pender Street Steppers - フライヤー表
RA